saqarTvelos uReltexilebi - sanCaros uReltexili
კოორდინატები | 43°25`55` ჩ. გ. 40°55`36` ა. გ. |
ტერიტორიული ერთეული | სოხუმის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2992 მ |
ქედი | აფხაზეთის კავკასიონი |
უღელტეხილი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, სოხუმის მუნიციპალიტეტში. აფხაზეთის კავკასიონის მთავარ ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2992 მ. აგებულია მეზოზოური ასაკის გრანიტებით, აპლიტებითა და პეგმატიტებით. დამახასიათებელია სუბალპური და ალპური ლანდშაფტი. უღელტეხილზე გადადის საცალფეხო გზა მდინარე ბზიფის ხეობიდან (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) მდინარე დიდი ლაბის ხეობაში (ყარაჩაი-ჩერქეზეთი).